Saturday, May 9, 2015

მე-7 დღეს ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მე ვისწავლე დიფერენცირებული სწავლების გზების მოძებნა ყველა ტიპის მოსწავლეთათვის, შევქმენი დამატებითი მასალა მოსწავლეთა გეზის მისაცემად. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ნაყოფიერი დღისათვის.

Sunday, May 3, 2015

მე-6 დღის მეცადინეობა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. გავაკეთეთ სლაიდშოუ (მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი), რომელიც ძალიან საინტერესო და ამავდროულად შრომატევადი იყო. ამ დღეს მიღებული ინფორმაცია და ცოდნა მოსწავლეებს უნდა გავუზიარო და მათაც ვასწავლო პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის. ძალიან დიდი მადლობა თეონა ასეთი ნაყოფიერი დღისათვის. დღევანდელმა დღემ ყველანაირ დღეს გადააჭარბა.

Saturday, May 2, 2015

დღევანდელი დღე საინტერესო და ნაყოფიერი დღე აღმოჩნდა. შესასწავლი თემა, ინტერნეტ კავშირები და საავტორო უფლებები, მეტად საჭირო და აუცილებელია პროექტებზე მუშაობისას და ამას აუცილებლად გამოვიყენებ. დიდი მადლობა თეონა.

Sunday, April 26, 2015

ძალიან ნაყოფიერი და შემოქმედებითი დღე იყო, საინტერესო ინფორმაციითა და აქტივობებით დატვირთული. აქვე აღვნიშნავ, რომ დამრჩა საკითხები, რომლებსაც კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდე გასააზრებლად. დღე დატვირთული იყო სასარგებლო რჩევებისა და გამოცდილების გაზიარებით. ამიტომ, თეონა ძვირფასო, ძალიან დიდი მადლობა.

Saturday, April 25, 2015

მე-3 დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო. მოვისმინე ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინფორმაცია, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ პროექტებით სწავლებისას. დიდი მადლობა ქალბატონო თეონა.